ტურის პროგრამა
19 დეკემბერი, 06:20 საათი-ფრენა ქუთაისიდან პრაღის მიმართულებით
🔰07:30 საათი, ჩაფრენა პრაღაში (ადგილობრივი დროით)
პ რ ა ღ ა - ჩეხეთის დედაქალაქი, ვიწრო მოკირწყლული ქუჩებით,შუა საუკუნეების არქიტექტურით.
სანახავი ობიექტები:
🔰 წმინდა ვიტუსის ტაძარი-გოთიკური არქიტექტურის ნიმუში,აქ ხდებოდა ჩეხეთის მეფეებისთვის გვირგვინის დადგმა, აგრეთვე
დიდგვაროვნების დაკრძალვა. ამჟამად მოქმედი ტაძარია.
🔰 "მოცეკვავე სახლი"- უჩვეულო შენობა, რომელიც 1994-1996 წლებში აიგო , რომელიც მოცეკვავე წყვილს გამოხატავს.
🔰 ძველი ქალაქის მოედანი- რომელიც შედარებით ხელუხლებელი დარჩა და შემორჩენილი აქვს ძველი იერსახე, მე-10 საუკუნიდან
დღემდე. მოედანი თავისთავად შესანიშნავი ადგილია პრაღის მშვენიერი არქიტექტურის სანახავად.
🔰 ასტრონომიული საათი-პრაღის სიამაყე, მიჩნეულია, როგორც საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების მექანიკური საათი.
🔰 კარლოვის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს
საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
🔰 პრაღის ციხე- რომელიც უდავოდ არის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. თვალწარმტაცი ციხე ტრადიციულად
ჩეხეთის მმართველების ადგილსამყოფელი იყო და დღეს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.
🔰 მალა სტრანა-ეს პრაღის ულამაზესი უბანია, შთამბეჭდავი ბაროკოს არქიტექტურით და მშვიდი რიყის ქუჩებით.
🔰 ვაცლავის მოედანი - სუვენირების ბაზრობა და სავაჭრო ცენტრები
🔰 მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
🔰 შოკოლადის მუზეუმი
🔰 სტარჰოვის მონასტერი და ბიბლიოთეკა
🔰 ადგილობრივი სამზარეულოს და ლუდის დაგემოვნება
(2 ღამე პრაღის სასტუმროში)
დღე 3 / დღე 4 (ვენა)
🔰დილით გამგზავრება პრაღადან ვენაში (მგზავრობა საშუალოდ 4საათი)
ვ ე ნ ა -კლასიკური მუსიკითა და ოპერით ცნობილი ვენა შთამბეჭდავი არქიტექტურის და მდიდარი კულტურის მქონე ქალაქია.
ორნამენტებით მორთული სასახლეებით, ტრადიციული ყავის სახლებით და არტ გალერეებით, ვენა ავსტრიის ნამდვილი გვირგვინია.
სანახავი ობიექტები:
🔰Belvedere Palace – ბელვედერის სასახლე ,გუსტავ კლიმტის უდიდესი კოლექციის სახლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა
სიაში შედის და ორ ბაროკოს სტილის შენობას წარმოადგენს.
🔰Golden Hall – ოქროს დარბაზი/ვენის საკონცერტო დარბაზი. მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ შენობაში, ვენის ორკესტრის შესრულებით,
მოცარტის და შტრაუსის მუსიკას მოისმენთ.
🔰შტეპანპლაცი - იგივე სტეფანეს მოედანი ვენის გულია. უამრავი ღირსშესანიშნაობით, მაღაზიებით, შოკოლატერიებითა და ულამაზესი
კაფეებით დახუნძლული მოედანი, ტურისტების თავშეყრის საყვარელი ადგილია.
🔰წმ. სტეფანეს კათედრალი-ეკლესია, რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს.გოთიკური სტილის კათედრალი მე-12 საუკუნიდან
მოყოლებული, ვენის სიმბოლოს წარმოადგენდა.
🔰შონბრუნის სასახლე - ჰაბსბურგების დინასტიის ერთ-ერთი საუკეთესო სასახლეა. იქვე შადრევნები და დიდი პარკია. ეს სახელწოდება
სიტყვასიტყვით "მშვენიერ წყაროებს" ნიშნავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შონბრუნის კომპლექსი ბაროკოს სტილის დიდებული
სასახლითა და პარკით ევროპის გამორჩეული ანსამბლია.
🔰ალბერტინას მუზეუმი - ის ასახავს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე ძვირფას გრაფიკულ ხელოვნებას.
მუზეუმი მოიცავს 50,000-ზე მეტ ნახატს და მილიონ ანაბეჭდს ისტორიის ყველა პერიოდიდან.
🔰კარლსკირხე - წმინდა კარლის ეკლესია, ტაძრის მშენებლობის საბაბი გახდა 1713 წლის შავი ჭირის ეპიდემია. კარლ VI-მ დაიფიცა,
რომ ამ უბედურებისგან გათავისუფლების შემდეგ გრანდიოზულ ტაძარს ააგებდა ზეციური მფარველის, წმინდა კარლის სახელზე.
🔰წმინდა პეტრეს ტაძარი იგივე პეტერსკირხე - იგი 1733 წელს ააგო იოჰან ჰილდებრანდტმა იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ბრძანებით,
თუმცა მის ადგილას ჯერ კიდევ IV საუკუნეში იყო ეკლესია, რომელიც დაინგრა, შემდეგ კი შუა საუკუნეებში ის ხანძარმა შთანთქა.
🔰გამგზავრება ვენიდან ბუდაპეშტში (მგზავრობა საშუალოდ 3 საათი)
(1 ღამე ვენის სასტუმროში)
დღე 5 /დღე 6 (ბუდაპეშტი)
ბ უ დ ა პ ე შ ტ ი - ევროპის ჰოლივუდად წოდებული ქალაქი, რომელიც ჭეშმარიტად ასახავს არმოსავლეთ ევროპის ხიბლისა და
დიდებულების არსს.თავისი მდიდარი ისტორიით, განსაცვიფრებელი არქიტექტურითა და ცოცხალი კულტურით, ბუდაპეშტი არის ქვეყანა,
სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ.
სანახავი ობიექტები:
🔰ბუდას ციხესიმაგრე- მდინარე დუნაის გორაკზე განლაგებული ისტორიული საოცრებაა, რომელსაც მნახველი დროში უკან გადაჰყავს.
ციხესიმაგრის კომპლექსი, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება, არის არქიტექტურული შედევრი, რომელიც არის ბაროკოს, გოტიკური და
რენესანსის სტილის ნაზავი.
🔰მეთევზეთა ბასტიონი-ბუდას ციხესიმაგრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ცალკე აღსანიშნავად ღირს. თუ ამ სახელის
გაგონებისას სათევზაო ბადეებსა და მეთევზეებს წარმოიდგნთ, გაოცებული დარჩებით. სინამდვილეში, ეს არის ლამაზი თეთრი ქვის ციხე
შვიდი კოშკით, რომელმაც ეს სახელწოდება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ოდესღაც ამ ადგილას თევზით ვაჭრობდნენ.
🔰უნგრეთის პარლამენტი-არქიტექტურული შედევრია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. მისი ნეო-გოტიკური სტილი, თავისი მორთული
შუბებით, თაღებითა და რთული დეტალებით, უნგრეთის მდიდარი ისტორიისა და კულტურის დასტურია.
🔰ჯაჭვის ხიდი-ემსახურება სიმბოლურ კავშირს ბუდასა და პეშტს შორის, რომელიც აერთიანებს ბუდაპეშტის ორ განსხვავებულ
მხარეს.ხიდზე ფეხით ან მანქანით გადასვლისას მდინარე დუნაის და ქალაქის პეიზაჟის განსაცვიფრებელი ხედები დაგხვდებათ ორივე
მხრიდან.
🔰 დუნაის ბულვარის ფეხსაცმელები - ბრინჯაოს 60 წყვილი ფეხსაცმელი – ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისაც კი – იმას
შეგახსენებთ, თუ როგორ ხვრეტდნენ ებრაელთა ოჯახებს მეორე მსოფლიო ომის დროს.
🔰წმ. სტეფანეს ბაზილიკა-ბუდაპეშტის არქიტექტურული სილამაზისა და რელიგიური მნიშვნელობის მაგალითია. ბაზილიკას, რომელიც
ეძღვნება უნგრეთის პირველ მეფეს, წმ. სტეფანეს, აქვს 96 მეტრის სიმაღლის გუმბათი, რაც მას ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ
შენობად აქცევს.
🔰სეჩენის თერმული აბანოები-ბუდაპეშტის ცენტრალურ პარკში მდებარე სეჩენის აბანოები ერთ-ერთი ყველაზე დიდი თერმალური
კომპლექსია ევროპაში. 1913 წელს აშენებულ სპა ცენტრში მდებარეობს სამი დიდი ღია აუზი, 10 შიდა აუზი, მასაჟის კაბინეტები,
საუნები და ლუდის აბანოც კი.
(2 ღამე ბუდაპეშტის სასტუმროში)
🔰მეექვსე დღეს, 24 დეკემბერს, 22:40 საათზე გამომგზავრება ბუდაპეშტიდან ქუთაისში.
🔰25 დეკემბრის დილის 04:40 საათზე ჩამოსვლა ქუთაისის აეროპორტში.
- ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი)
- ხელბარგი 8 კგ
- სასტუმრო 3 ღამით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
- კვება (საუზმის გარდა)
- ტრანსფერი
- სამოგზაურო დაზღვევა ფასში არ შედის:
ხშირად დასმული კითხვები
General questions we receive from you: