აბუ-დაბი
აბუ-დაბი, აბუ-ზაბი (არაბ. أبو ظبي — ირმის მამა) — არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი და მოსახლეობის მხრივ ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი. აბუ-დაბის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს T-ს ფორმის კუნძულზე, რომელიც სპარსეთის ყურეში, ცენტრალურ დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 621 000 ადამიანს შეადგენს.
დაარსდა 1761 წელს. მნიშვნელოვან ქალაქად იქცა 1958 წელს ნავთობის აღმოჩენის შემდეგ. აბუ-დაბიში განთავსებულია მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ფედერალური მთავრობა, ასევე წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ცენტრსა და ემირის ოჯახის განსათავსებელ ქალაქს, რომლის წარმომადგენელიცაა ქვეყნის პრეზიდენტი. აბუ-დაბი ზრდასთან ერთად კოსმოპოლიტურ მეტროპოლისად იქცა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ ასევე მოსახლეობის საშუალო შემოსავლების შედარებით მაღალმა დონემ აბუ-დაბი მსხვილ და სასურველ მეტროპოლისად გარდაქმნა. დღესიათვის ქალაქი ქვეყნის პოლიტიკური და სამრეწველო საქმიანობების ცენტრი, ასევე მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრია, რის გამოც იგი დედაქალაქის პოზიციას ფლობს. 2008 წელს, აბუ-დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი მშპ-ის 56,7%-ს აწარმოებდა.
აბუ-დაბიში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუციები, მრავალი კომპანიისა და მულტინაციონალური კორპორაციების სათავო ოფისები. აბუ-დაბი, როგორც ნავთობის ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ეკონომიკის დივრესიფიცირება ფინანსურ სექტორსა და ტურიზმში ინვესტირების გზით.
ტურის პროგრამა
დღე 1:
ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრება აბუ-დაბის მიმართულებით.
ჩასვლა აბუ-დაბიში
შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი
გამგზავრება დუბაის მიმართულებით
სასტუმროში განთავსება
თავისუფალი დრო
დღე 2:
საუზმე სასტუმროში
საფარის 7 საათიანი ტური
დღე 3:
საუზმე სასტუმროში
Palm Jumeirah, პირველი ხელოვნური კუნძული მსოფლიოში.
სანაპიროზე გასვლა
სასწაულების ბაღი
გლობალ ვილიჯი
დღე 4:
Sky Observatory- ულამაზესი ხედები ბურჯ- ხალიფაზე
Wings of Mexico -ადგილი ფოტოების მოყვარულთათვის
დუბაის აკვარიუმი
ბურჯ ხალიფა
მოცეკვავე შადრევნებჯს შოუ
დღე 5:
საუზმე სასტუმროში
11 საათზე ვტოვებთ სასტუმროს
გამომგზავრება აბუ-დაბის აეროპორტისკენ
16:15 გამომგზავრება ქუთაისისკენ
20:10 ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში
- ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი - აბუ დაბი - ქუთაისი)
- ხელბარგი 8 კგ( ზურგჩანთა)
- 4* იანი სასტუმრო დუბაიში - პალმ ჯუმეირასთან
- საუზმე (4 საუზმე)
- ადგილობრივი გიდი
- სამოგზაურო დაზღვევა
- ქართულენოვანი გამყოლი
- შიდა გადაადგილება და ტრანსფერები
- ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი
- საფარის ტური
ხშირად დასმული კითხვები
General questions we receive from you: