(+99 Review)

მილანი

Milan City in Italy

მილანი-კომოს ტბა-ვერონა-ვენეცია-მილანი!

მილანი — ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქი, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია , თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი

ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

ტურის პროგრამა

1 დღე - ჩაფრენა მილანში ქუთაისის აეროპორტიდან ტრანსფერი სასტუმროში მილანის მიმოხილვითი ექსკურსია რომლის დროსაც ვნახავთ: ფანტასტიურ დუომოს ტაძარს, ჰერცოგ სფორცას რეზიდენციას, რომელმაც ხელი შეუწყო ლეონარდო და ვინჩის გენიის გაფურჩქვნას, მოვისმენთ ლეგენდარული ლა სკალას საიდუმლოებს, მოვინახულებთ ეშმაკის სამლოცველოს მილანის ცენტრში, გავისერნებთ ყოფილ წითელი ფარნების უბანში და დავაგემოვნებთ საკონდიტროში უგემრიელეს იტალიურ ტკბილეულს...

2 დღე - საუზმე სასტუმროში გამგზავრება ულამაზეს კომოს ტბაზე, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. გავისეირნებთ ქალაქ კომოს ქუჩებში, რომელის ისტორიაც უკვე 2000 წელს ითვლის. შემდეგ დავსხდებით კატერზე და გავემგზავრებით ულამაზეს ბელაჯიოში, სადაც მდებარეობს საახალწლო სათამაშოების უძველესი ფაბრიკა (სათამაშოების ფასები იწყება 5 ევროდან), მოვინახულებთ ერთ-ერთ ულამაზეს არისტოკრატულ ვილას და სან ჯაკომოს ბაზილიკას ( წმინდა ჯაკომო - მოგზაურების და მომლოცველების მფარველი, ერთადერთი წმინდანი, რომლის გარდაცვალება აღწერილია ახალ აღთქმაში. იესო ქრისტეს მოციქული. მის გზას ესპანურ ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში ყოველწლიურად გადის უამრავი მომლოცველი. იმისთვის რომ მიიღოთ ცოდვების მონანიების სერტიფიკატი, , უნდა გაიაროთ ფეხით 100 კილომეტრი), მაღაზიიდან 100 მეტრში მდებარეობს რესტორანი უგემრიელესი სამზარეულოთი სადაც ვისადილებთ, მივირთმევთ ყავას შემდეგ (სადილი: 15-20 ევრო ადამიანზე) გავაგრძელებთ გზას სარეკლამო ქალაქ ვარენასკენ. გადავიღებთ უამრავ ფოტოებს, როგორც მგზავრობისას ასევე ვარენას ფერადი სახლების და აჟურული აივნების ფონზე. დაბრუნება მილანში

3 დღე - გამგზავრება ყველაზე რომანტიულ ქალაქ ვერონაში ექსკურსია, რომლის დროსაც ვნახავთ: ამფითეატრს, რომელიც რომის კოლიზეუმზე 500 წლით დიდია, ლამბერტის კოშკს, გადავალთ შუა საუკუნეების ქვის ხიდით ფრესკებით მოხატულ ქუჩებზე, ვეწვევით დანტეს ძეგლს, მოვისმენთ უძლიერესი დინასტიის, სკალიგერების ისტორიას და როგორ არის ეს დინასტია დაკავშირებული ლა სკალას ოპერასთან, მოვინახულებთ წმ. ანასტასიას გოთიკურ ეკლესიას და შევისეირნებთ ჯულიეტას ეზოში, სადაც აუცილებლად ჩავიფიქრებთ სასიყვარულო სურვილს. ექსკურსიის ბოლოს ვეწვევით საშობაო ბაზრობას, სადაც მივირთმევთ ცხელ გლინტვეინს, შევიძენთ საახალწლო აქსესუარებს და გავსინჯავთ უგემრიელეს დელიკატესებს. დაბრუნება მილანში

4 დღე - მსურველებისთვის გამგზავრება აუთლეთ სერრავალეში შოპინგზე (25 ევრო), დანარჩენებისთვის თავისუფალი დღე მილანში

5 დღე - საუზმე. გამგზავრება მატარებლით ვენეციაში. დაბინავება სასტუმროში ვენეციის ცენტრში

6 დღე - საუზმე. თავისუფალი დღე ვენეციაში

7 დღე - საუზმე. გამგზავრება მილანში მატარებლით. ტრანსფერი აეროპორტში. გამოფრენა ქუთაისში

  • ავიაბილეთი
  • ხელბარგი 10 კგ
  • სასტუმრო 4 ღამე მილანში,
  • სასტუმრო ვენეციაში 2 ღამე საუზმით
  • დილის საუზმე -შვედური მაგიდა
  • ტრანსფერი

ხშირად დასმული კითხვები

General questions we receive from you:

სად მდებარეობს მილანი?

(+99 Review)
მილანი
სექტემბერი
17-18-19-20-21-22-23

₾2600
Book Now