(+99 Review)

სტამბოლი-პრინცის კუნძულები-ბალატის უბანი

სტამბოლი,პრინცის კუნძულები,ბალატის უბანი

სტამბოლი,პრინცის კუნძულები,ბალატის უბანი

სტამბოლი (თურქ. İstanbul ისთანბულ), ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις,

თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი — თურქეთის უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი.

ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც

მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის

სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის

დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს.[3] ქალაქი სტამბოლი არის ადმინისტრაციული ცენტრი

ამავე სახელწოდების მეტროპოლიისა, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[4] მოსახლეობის რაოდენობთ

სტამბოლი მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქი და ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება,

როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

ტურის პროგრამა

დღე მეორე
🔰10:00 საათი, ჩასვლა სტამბოლში
🔰სტამბოლის აკვარიუმი -ამ საოცარ გიგანტურ აკვარიუმს კი არ ათვალიერებ , არამედ წყალქვეშა სამყაროში გადასახლდები და საკუთარი თვალით ნახავ საოცარ ფლორა ფაუნას , იმოგზაურებთ შავი ზღვის, არქტიკის, ოკეანეთის და ამაზონის ზრაპრულ ბუნებაში !
🔰განთავსება სასტუმროში (14:00 საათი)
🔰გალათას კოშკი , ადგილი რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ კავშირს ევროპელებსა და აზიელებს შორის, ერთდროს სტამბოლის ყველაზე მაღალი ადგილიდან კონტროლდებოდა მსოფლიოს ვაჭრობის კვანძები, ასევე ადგილი, სადაც სათავეს იღებს თურქეთის "ავიაცია" , საიდანაც პირველად გაფრინდა ადამიანი ცაში !
🔰სტამბოლი გამორჩეულია არა მარტო თავისი სილამაზითა და ისტორიით , არამედ განსაკუთრებული სამზარეულოთი, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სტამბოლის კულინარიის შედევრები, უგემრიელისი თევზეულის და ზღვის კერძები საკმაოდ იაფად !
🔰კრუიზი ბოსფორის სრუტეზე , როდესაც კრუზით გადაცურავ ევრაზიის ყელს და შუა ზღვის ტალღებზე იტყვი სიტყვებს, რომ აქეთ ევროპაა, იქით აზია, შუაში კი შენ 😊 დაუვიწყარი მოგზაურობა მხიარულ ჯგუფთან ერთად პატარა გემბანზე !.
🔹️დღე მესამე
🔰საუზმე სასტუმროში
🔰მსოფლიო არქიტექტურის შედევრი! დიადი აია სოფია! ერთდროს ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა კაცობრიობის ისტორიაში
🔰სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი-ოსმალეთის იმპერიის უდიდესი საკულტო და რელიგიური ნაგებობა, რომელიც მოგხიბლავთ არა მარტო თავისი მასშტაბებით, არამედ ისლამური ხელოვნების სიდიადით და მშვენიერებით
🔰"თოფქაფის სასახლე" - იმოგზურებთ ოსმალური ოქროს ხანის ეპოქაში, თქვენს წინ გაცოცხლდება იმპერიის სულთნების ყოველდღიური ყოფა, მათი ცხოვრება და მმართველობის ათასი საიდუმლო და საინტერესო ისტორია!
🔰ჰარემის სასულთნო აპარტამენტები- კიდევ ერთი ემოციური სანახაობა , სადაც "დიდებული საუკუნის" იდუმალი ინტრიგების და სიყვარულის სამყაროში იმოგზაურებთ !
🔰წმინდა ირინეს სახელობის ტაძარი- მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი და ქრისტიანობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი სტამბულის გულში. ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით განისვენებს პირველი ქრისტიანი იმპერატორი, კონსანტინე !
🔰კონსტანტინეპოლის გალავანი- ერთ დროს მსოფლიოს კარიბჭე, სამი იმპერიის დედაქალაქის საოცარი თავდაცვის სისტემა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული.
🔰გულჰანეს პარკი-სტამბოლის უძველესი პარკი, რომელიც მდებარეობს თოფქაფის სასახლის მახლობლად და ერთ დროს მისი ნაწილიც იყო. თურქულიდან თარგმნილი სახელი "Gülhane" ნიშნავს "ვარდების სახლს".
🔰ეგვიპტური ბაზარი-ამ უზარმაზარ ბაზრის ლაბირინთებში ხეტიალისას არასოდეს გაგიჩნდება კითხვა- რისი ნახვა შეიძლება, მხოლოდ ერთი კითხვა გაქვს- მსოფლიოში არის ისეთი რამე, რისი ნახვა და ყიდვაც ამ ბაზარზე არაა შესაძლებელი
🔰თავისუფალი დრო საშოპინგოდ
🔹️დღე მეოთხე
🔰საუზმე სასტუმროში
🔰"დოლმა ბახჩე"-ესაა "სასახლე საოცცრება"!სადაც ყველაზე კარგად გამოიკვეეთება ოსმალეთის იმპერიის სიმდიდრე და სიდიადე, მანამდე არნახული სინთეზი ევროპული და აზიური კულტურისა, აქ უბრალოდ გაოცებს და გამუნჯებს გასაოცარი ფუფუნება და სიდიადე , სილამაზე და განუმეორებლობა !
🔰პრინცის კუნძულები/ Buyukada -წმინდა გიორგის ტაძარი
🔹️დღე მეხუთე
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ბაზილიკა ცისტერნა-ერთდროს კონსტანტინეპოლის უმთავრესი რეზერვუარი და წყლის მომარაგების სისტემა, რომელიც დღეს საინტერესო მუზეუმადაა ქცეული.
🔰ბალატის უბანი🎈 ეს ძველი დასახლება გამოირჩევა ფერადი ხის სახლებით და კაფეებით, სადაც ზღაპრული ატმოსფერო სუფევს
🔰ტაქსიმის მოედანი,ისტიკლალის ქუჩა- უამრავი ბრენდული მაღაზიით
🔰თავისუფალი დრო საშოპინგოდ
🔰18:00 საათი,წამოსვლა სტამბოლიდან
🔹️დღე მეექვსე ბოლო დღე მოიცავს მთლიანად გზას სტამბოლიდან სარფამდე და შემდეგ თბილისამდე, ეს გზა მრავალფეროვანი და საინტერესოა , გზადაგზა ყოველ 3 საათში ერთელ შევჩერდებით დასასვენებლად, კვების ობიექტებთან სადაც ასევე შეძლებთ თურქული ტკბილეულის შეძენას.

  • მგზავრობა კომფორტული ავტობუსით (2 მძღოლით, კომფორტული და მშვიდი გარემო, WiFi თურქეთის ტერიტორიაზე, კონდიცირება, სკამებთან დამტენებით, კლიმატკონტროლი, წყალი მგზავრობის განმავლობაში))
  • 4**** სასტუმრო, ქალაქის ცენტრში! (2 ან 3 ადგილიანი ნომრები, 3 ღამე) (ევროპულ ნაწილში)
  • საუზმე - სრულფასოვანი დილის კვება. (სულ 3 კვება)
  • ქართულენოვანი გიდი.
  • დანარჩენი კვება
  • ბილეთების მოსაკრებელი, კრუიზები და შიდა ტრანსფერი (550 ლარის ექვივალენტი ლირაში, თქვენი სურვილისამებრ)

Questions

ხშირად დასმული კითხვები

Where is Istanbul Located?

(+99 Review)
სტამბოლი,პრინცის კუნძულები,ბალატის უბანი
- 08:00 - 17:00 -
600₾
Book Now