ბარსელონ
ბარსელონა, ესპ. Barcelona — კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში, მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი კი 101,4 კმ²-ია. ბარსელონის ურბანული არეალი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს სცდება და 803 კმ² ფართობზე ვრცელდება, სადაც მოსახლეობა 4 200 000 - 4 500 000 ადამიანს აღწევს, რის შედეგადაც იგი მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული არეალია ევროკავშირში, პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდისა და მილანის შემდეგ. ბარსელონის მეტროპოლიურ არეალში დაახლოებით 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამავე დროს, ის ევროპის უდიდესი მეტროპოლისია ხმელთაშუა ზღვაზე. იგი მთავარი კომპონენტია დიდი ბარსელონის ადმინისტრაციულ არეალში, რომლის მოსახლეობაც 636 კმ²-ზე 3 218 071 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — ლიობრეგატისა და ბესოსის შესართავებს შორის, დასავლეთით შემოსაზღვრულია სერა-დე-კოლსეროლის ქედით (512 მ).
ბარსელონა რომაელებმა დააარსეს, მაგრამ შემდეგში ბარსელონის საგრაფოს დედაქალაქი გახდა. არაგონის სამეფოსთან შერწყმის შემდეგ, ბარსელონა არაგონების სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მტრის ალყის მოწმე თავის გარშემო, ბარსელონას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და დღეისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ტურისტული დანიშნულების ადგილია. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ანტონიო გაუდისა და ლუის დომენიკ ი მონტანერის არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბარსელონაში მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის კავშირის შტაბ-ბინა. ქალაქმა უმასპინძლა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც მსოფლიო კლასის კონფერენციებსა და გამოფენებს, მათ შორის, 1888 წლის ბარსელონის მსოფლიო გამოფენას (Exposición Universal de Barcelona), 1929 წლის ბარსელონის საერთაშორისო გამოფენას (Expo 1929), 2004 წლის კულტურების საყოველთაო ფორუმს და 2004 წლის მსოფლიოს ურბანულ ფორუმს.
დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ქალაქის სტატუსს ანიჭებს. მართლაც, იგი სამხრეთ-დასავლეთ ევროპის (იბერიის ნახევარკუნძული) მთავარი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, 26-ე მსოფლიოში (მოსკოვის შემდეგ და დუბაის წინ) და მზარდი ფინანსური ცენტრია. 2009 წელს, ის ევროპაში მეოთხე საუკეთესო ქალაქად დასახელდა ბიზნესისთვის. ბარსელონაში მდებარეობს ევროპის მთავარი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვაზე, ისევე როგორც ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 34 მლნ ადამიანს იღებს. ქალაქი ასევე ფლობს ფართო ავტოსტრადების ქსელს და წარმოადგენს ჩქაროსნული რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს.
ტურის პროგრამა
გამგზავრება ქუთაისის აეროპორტიდან . ჩაფრენა ბარსელონაში, ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო.
დღეს გველის დაუვიწყარი საფეხმავალო ექსკურსია ბარსელონაში უნიჭიერესი ქართულენოვანი გიდის თანხლებით.
ექსკურსია „უცნობი ბარსელონა“
თავისუფალი დღე ან მსურველთათვის ფაკულტატიური ექსკურსია დალის მუზეუმში ფიგეიროსში
Shopping TIme გავემგზავრებით განთქმულ La Rocca Village - ში და მოვიწყობთ უმაგრეს შოპინგს 💥
მსურველებისთვის ექსკურსია მონსერატის
მონასტერში ან გასეირნება ბოკერიას ბაზარში.
გამგზავრება აეროპორტში
გამოფრენა ქუთაისში
- ქუთაისი-ბარსელონა - ქუთაისი
- მიმოხილვითი ექსკურსია ქართულენოვანი გიდის თანხლებით
- ექსკურსია "უცნობი ბარსელონა" ქართულენოვანი გიდის თანხლებით
- დაზღვევა
- ართულენოვანი გამყოლი
- მუზეუმის ბილეთები
- ექსკურსია მონსერატში (70 ევრო)
- ექსკურსია დალის მუზეუმში (80 ევრო)
- city tax. -ქალაქის გადასახადი
- გუელის პარკის ბილეთები (15 ევრო)
- სატრანსპორტო და კვების ხარჯები
ხშირად დასმული კითხვები
General questions we receive from you: